LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს ხელისუფლების გარშემო გავერთიანდეთ: რუსეთის პატრიარქი

184
პუტინი და პატრიარქი კირილი

„უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს ხელისუფლების გარშემო გავერთიანდეთ“, – აღნიშნული განცხადება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა გააკეთა.

მისივე განმარტებით, „გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე შიდა მტრის მოგერიების უნარი“.

„უფალი დაგვეხმაროს, გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის ამ რთულ დროს, მათ შორის ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება აღივსოს თავისი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით, თავმდაბლობითა და მზადყოფნით ემსახუროს მათ, თუნდაც ეს მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ“, – დასძინა პატრიარქმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები