უენსდეი ადამასი ბრუნდება. „ნეტფლიქსი“ სერიალ „უენსდეის“ მეორე სეზონის გადაღებას 2024 წლის აპრილში დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ სტრიმინგ-სერვისმა შოუს გადაღებები ირლანდიაში გადაიტანა.
შოუს ავტორები ამბობდნენ, რომ შესაძლოა ახალ სეზონში ადამსების ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი გამოჩნდეს, ასევე მეტი ყურადღება დაეთმობა უენსდეის და მისი დედის, მორტიშას ურთიერთობას.
შეგახსენებთ, ტიმ ბარტონის ახალი შოუ „უენსდეი“, კინოგაქირავების უპირობო ლიდერი გახდა. „ნეტფლიქსის“ სერიალმა მოწინავე პოზიციების დაპყრობა გამოსვლისთანავე მოახერხა.
უენსდეი ადამსი ბრუნდება – ნახეთ სერიალის მეორე სეზონის პირველი „თიზერი“