LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უემბლი გულშემატკივართა დასწრების რეკორდს უმიზნებს

36

ვლადიმირ კლიჩკოსა და ენტონი ჯოშუას საკრივო დაპირისპირება, რომელიც ლეგენდარულ ”უემბლიზე” შედგება, გულშემატკივართა დასწრების თვალსაზრისით შესაძლოა სარეკორდო გახდეს. ამ დროისათვის უკვე გაყიდულია ორთაბრძოლაზე დასასწრები ყველა, 80 000 ბილეთი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ განმეორდა 2014 წელს კარლ ფროჩისა და გორჯ გოუვსის შეხვედრაზე დამყარებული რეკორდი. ”უემბლიზე გამართულ ამ დაპირისპირებას თვალს სწორედ 80 000 გულშემატკივარი ადევნებდა.

თუმცა ჯოშუა-კლიჩკოს შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, შესაძლებელია გულშემატკივართათვის კიდევ 5 000 ადგილი დაამატონ, რადგან ბილეთებზე კვლავაც დიდი მოთხოვნა არსებობს.

IBF, WBA და IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ბრიტანელი ენტონი ჯოშუასა და უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს შეხვედრა 2017 წლის 29 აპრილს გაიმართება.

ჯოშუას პროფესიულ რინგზე ჩატარებული აქვს 18 შეხვედრა, ის აქამდე არ დამარცხებულა.
რაც შეეხება კლიჩკოს, მას კარიერაში 64 მოგებული შეხვედრა აქვს, მარცხი კი მხოლოდ 4.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები