საქართველოს ნაკრებმა ბოლო შესარჩევი მატჩი სტუმრად უელსთან ითამაშა. როგორც წესი, შეხვედრის დაწყების წინ ყველა სამახსოვრო ფოტოს იღებს. გამონაკლისი არც უელსია, თუმცა ეს ნაკრები იმით გამოირჩევა, რომ რაღაც უცნაურად დგებიან. განზრახ აკეთებენ ამას თუ ასეთი ქაოსურები არიან დასკვნა თავად გამოიტანეთ, რადგან საქართველოსთან მატჩი გამონაკლისი არ ყოფილა, რაშიც ამ ფოტოებიდანაც დარწმუნდებით.
ეს არის საქართველოსთან ამასწინანდელი მატჩისწინა გუნდური ფოტო. სავარაუდოდ ეს წყობა შეგნებულად გააკეთეს, აი სხვა შემთხვევები კი კითხვის ნიშანს ბადებს.
2002 წელი, კარდიფი, ევრო 2004-ის შესარჩევი მატჩი იტალიასთან
2006 წელი, ისევ კარდიფი, ევრო 2004-ის შესარჩევი მატჩი სლოვაკეთთან
2016 წლის მარტი, კიევი, ამხანაგური თამაში უკრაინასთან
2016 წლის ოქტომბერი, ვენა, მხიარული დასაწყისი
თვალი ვადევნოთ უელსის მომდევნო მატჩებს: წესით, შემდეგი თამაშისას მეორე რიგში ალბათ ორნი დარჩებიან.