LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უელსი სპორტქარების მწარმოებლის TVR-ის თანამფლობელი გახდა

73

უელსის მთავრობამ ბრიტანული ავტომწარმოებლის TVR-ის წილი შეიძინა. როგორც BBC წერს, მთავრობამ კომპანიის 3% შეიძინა, რაშიც 500 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

მარკა TVR-მა მფლობელი 2013 წელს შეიცვალა. წინათ ის რუს ნიკოლაი სმოლენსკის ეკუთვნოდა, ახლა კი კომპიუტერული თამაშების Bullfrog-ის დამაარსებელ-გამომგონებელს, ლეს ედგარს ეკუთვნის. ახალი ავტომობილი ინჟინერ გორდონ მიურეის მიერ შეიქმნა, რომელმაც McLaren F1 შეიუმუშავა.

ავტომწარმოებელს ასევე ორი მილიონი ფუნტის მოცულობის სესხიც მისცეს – ეს თანხა ახალი მოდელის ჩაშვებისთვის არის საჭირო. TVR-მა სპორტქარი გასულ წელს წარმოადგინა, თუმცა, ფირმა ამბობს, რომ კიდევ ერთი წელია მისი სრულყოფისთვის საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვება ავტომობილი კონვეირში

.

ახალ ავტომობილს უელსის ახალ ქარხანაში გამოუშვებენ. ქარხანა სარბოლო ტრეკ Circuit of Wales-ის გვერდით, 18,5 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო. ავტომწარმოებელი რეგიონში 150 სამუშაო ადგილს შექმნის.

ახალი კუპე TVR Griffith ხუთ ლიტრიანი Ford-ის ძრავით იქნება აღჭურვილი. უკანა ამძრავიანი სპორტქარი ას კილომეტრს ოთხ წამში აკრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/საათია.

ამ მომენტისთვის მარკა Griffith-ზე წინასწარ შეკვეთებს იღებს. კუპე 90 000 ფუნტი სტერლინგი ღირს. პირველი კლიენტები ავტომობილს 2019 წელს მიიღებენ

.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები