LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უელსი ჩამოვიდა: ბეილი გარეთ დარჩა

92

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო მატჩში საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” უელსს უმასპინძლებს. მეტოქე თბილისში გვიან, 23:00 საათისთვის ჩავიდა.

5 ოქტომბერს უელსელები ვარჯიშს დინამოზე 19:30 საათზე გამართავენ.

როგორც იცით, უელსის ნაკრებს ტრავმის გამო საქართველოსთან მატჩში გუნდის ლიდერი, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი გარეთ ბეილი დააკლდება. აღსანიშნავია, რომ უელსელებს კიდევ ერთი დანაკლისი აქვთ, მარლი უოტკინსი რაიან ჰედჯესმა ჩაანაცვლა.

საქართველოსა და უელსის დაპირისპირება 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები