LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას პრეზიდენტი მთავრობას შეხვდა: რაზე ილაპარაკეს პრემიერთან შეხვედრაზე (ვიდეო)

12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უეფას ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და უეფას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ევროპის ჩემპიონატს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს – პროფესიული საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროექტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც, უეფას დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩაეყარა საფუძველი.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდერ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

უეფას დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები