LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას დამატებითი დრო: მეოთხე ცვლილება ყველგან შეიძლება

78

ევროპულ ფეხბურთში მეოთხე ცვლილება ნებადართული ხდება.

უეფამ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა, რომ დამატებით დროში მეოთხე ცვლილების წესი შემოაქვს.

ახალი წესი ეხება ფაქტობრივად ყველა ტურნირს, რომელიც უეფას ეგიდით ტარდება, მათ შორის მთავარ ტურნირებს – ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ლიგას, უეფას სუპერთასს, ევროპის ჩემპიონატს, ერთა ლიგას (ფინალურ ეტაპს) და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე შეცვლის წესი პირველად მოქმედებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები