LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ წლის მატჩად თბილისში ჩატარებული სუპერთასის ფინალი დაასახელა

88

წელიწადი სრულდება და როგორც ასეთ პერიოდს ჩვევია, გასული წლის შეჯამება ხდება. გამონაკლისი არც უეფაა, რომელმაც სოციალური გამოკითხვა ჩაატარა, რათა გასული წლის საუკეთესო მატჩები გამოევლინა. აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა ყველაზე დიდი ინტერესი ევროპის სუპერთასის შეხვედრამ დაიმსახურა ”ბარსელონასა” და ”სევილიას” შორის – მოგეხსენებათ, ეს მატჩი 2015 წლის 11 აგვისტოს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ეს იყო სუპერთასის მე-40 ფინალი, რომელიც ”ბარსელონას” გამარჯვებით 5:4 დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები