უეფამ ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გამოაცხადა.
წინასწარმეტყველება თუ ფანტაზია?
არადა, ფინალამდე ჯერ სამი კვირა რჩება.
ორგანიზაციის ვებგვერდზე ევროპის საკლუბო ჩემპიონად გარკვეული დრო „ლივერპული“ იყო მინიშნებული. შეცდომა მას შემდეგ გამოასწორეს, რაც ტვიტერში სქრინები გავრცელდა.
„რეალი“ და „ლივერპული“ 26 მაისს კიევში გამოავლენენ ნამდვილ ჩემპიონს.
სხვათა შორის, „ლივერპული“ ბოლო გუნდია, რომელსაც „რეალი“ ყავს დამარცხებული ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში. ეს 1980/81 წლების სეზონში მოხდა.
„რეალს“ 12-ჯერ აქვს მოგებული მთავარი ტურნირი, „ლივერპულს“ – 5-ჯერ.