2021 წლის უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას სევილიას სტადიონი „სანჩეს პისხუანი“ უმსაპინძლებს. კაცებისა და ქალების ჩემპიონთა ლიგების, ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის მასპინძელი ქალაქების ვინაობას სლოვენიის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ შეკრებილი აღმასკომის წევრები განიხილავდნენ და საბოლოოდ, არჩევანი საქართველოს ნაცვლად, ესპანეთის სასარგებლოდ მიიღეს.
https://www.facebook.com/uefa/photos/a.1451024365227962/2285367608460296/?type=3&theater
სევილიასთან ერთად, 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის პრეტენდენტი თბილისიც იყო, ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.
2021 წლის ფინალისთვის მატჩის გამართვის სურვილი 10-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა, მასპინძლობაზე თავდაპირველი სიიდან ჯერ სამი კანდიდატურა შემორჩა – ვენის „ერნსტ ჰეპელის“ სტადიონი, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ და სევილიას სტადიონი „სანჩეს პისხუანი“, ბოლოს კი კონკურენტები თბილისი და სევილია იყვნენ.