LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა ჩემპიონთა ლიგის რეორგანიზაციას გეგმავს: ყველაფერი მდიდრებს

144

უეფა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს განიხილავს, რომლის თანახმად ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის და იტალიის 4-4 კლუბს გარანტირებული ექნებათ ადგილი.

ახალი პროქეტი შესაძლოა უკვე 2018 წლიდან ამოქმედდეს.

ფორმატი საკვალიფიკაციო რაუნდების გაუქმებას და გარკვეული ქვეყნებისთვის ადგილების დამკვიდრებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, არის წინადადება, რომ სამი კლუბი სპორტული პრინციპით შეირჩეს, ხოლო ერთი – ისტორიული პრინციპით.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოპ-4 ქვეყნების გარდა, ჯგუფში გარანტირებულ ადგილს მიიღებენ 2-2 გუნდი რუსეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან. თითოს კი შვეიცარიის, ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთის და უკრაინის წარმომადგენლები.

ჯგუფური ეტაპის კიდევ 5 მონაწილე პლეი-ოფით გაირკვევა. როგორ შეარჩევენ პრეტენდენტებს ამას ჯერ არ ამბობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები