LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 17.3%-ით გაიზარდა

36

2016 წლის თებერვალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა  წლის იმავე თვესთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 53 213 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, წელს, თებერვალი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით, ზრდით გამოირჩევა: 2012  წლის თებერვალთან (32  251 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 65.0%-ით, 2013 წლის თებერვალთან (33 987 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 56.6%-ით, 2014 წლის თებერვალთან (38 751 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 37.3%-ით, 2015 წლის თებერვალთან (45 356 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 17.3%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 49.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (52.0%-ით), ისე მეორადი (48.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2016 წლის თებერვალში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.265 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.078).

”აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (44.5%-ით), ისე მეორადი (11.6%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა” – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, 2016 წლის თებერვალში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 11 407, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 41 806 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.031 და 1.348 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების  78.6%-ს მეორადი, ხოლო  21.4%-ს  – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015  წლის თებერვალში კი, შესაბამისად,  82.6% და 17.4%)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები