LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების ბაზარზე პროექტების 11% შეჩერდა, 67% – შეფერხდა

92
real

აპრილის თვე დეველოპერებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის კვლევის მიხედვით, გასულ თვეს კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმდინარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი შეფერხდა.

საკონსულტაციო კომპანია მთავარ შემაფერხებელ მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და გამკაცრებულ რეგულაციებს ასახელებს, რის შედეგადაც არაერთი ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა და ჩაიკეტა ქალაქები. ამასთან, ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერების გათვალისწინებით, მთავარ გამოწვევად პროექტების ჩაბარების ვადების დარღვევა სახელდება.

„აპრილში მიმდენარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი – შეფერხდა. რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, გამოკითხულთა 67%-მა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტების შესრულების დაწყება მინიმუმ სამი თვით, ან უფრო რეალისტურად 1 წლით გადავადდა. ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო, კონცეპტუალური დაგეგმარების ეტაპზე რჩება”, – ნათქვამია Cushman & Wakefield-ის კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები