LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი ტკივილია რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის” – მსახიობი დავით პაპუაშვილი გარდაიცვალა

396
BeFunky-collage - 2023-09-04T225523.219

80 წლის ასაკში მსახიობი დავით პაპუაშვილი გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უდიდესი ტკივილია რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის, ჩვენი უძვირფასესი, დავით პაპუაშვილის გარდაცვალება…”, – ვკითხულობთ ტექსტში.

„დავით პაპუაშვილი დაიბადა 1942 წლის 15 სექტემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

პაპუაშვილის აღსანიშნავი როლებია: ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), შალვა („კავკასიური ცარცის წრე“), კეიტსბი („რიჩარდ III“), ოსვალდი („მეფე ლირი“), მეორე ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), რაიბულ, ჰიდირ („ლამარა“), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ვასიკო („ნახვის დღე“), მეცხრე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“);

2014 წელს დავით პაპუაშვილმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი რუსთაველის თეატრი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები