გადაცემაში „მიმღერე“ მაყურებლის წინაშე კახიანების ოჯახის სამი თაობა წარდგა.
იმედა და ეკა კახიანებმა და ნინი ბადურაშვილმა რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერა „გულს რად მიკლავ“ შეასრულეს.
ვიდეოს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
„უდიდესი სიამოვნებაა თქვენი ერთად ნახვა და მოსმენა“, „ბრავო, ულამაზესი ნამღერი“, „დიდი პატივისცემა და უდიდესი სითბო და სიყვარული ჩვენო საამაყო ადამიანებო“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.