LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდარდელები და ბედნიერები – ნიკოლა, ბრუკლინი და ვიქტორია – რა ხდება რძალ-დედამთილს შორის

347
page

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული  ჰოლივუდური „სკანდალი“ ვიქტორია ბექჰემისა და მისი მილიარდერი რძლის, ნიკოლა პელტცის დაპირისპირებაა.  ბოლო კვირების განმავლობაში რძალ- დედამთილის შესახებ ახალი არაფერი დაწერილა. რამდენიმე საათის წინ ბრუკლინი და ნიკოლა ბევერლი-ჰილზის ქუჩებში გამოჩნდნენ. ახლად დაქორწინებული წყვილი საშობაო საყიდლებზე იმყოფებოდა. 23 წლის ბრუკლინს საყვარელი მეუღლისთვის ხელი ეკიდა, ორივე საოცრად ბედნიერად და უდარდელად გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, პელტციმ უკანასკნელ ინტერვიუში The Times-თან კვლავ დედამთილთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ნიკოლამ საქორწინო კაბაზე გააკეთა მთავარი აქცენტი. ის დედამთილს გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

„რაუნდი 2“ – ნიკოლა პელტცი კვლავ დედამთილზე ალაპარაკდა – რას ამბობს ბექჰემების მილიარდერი რძალი

ვიქტორია ბექჰემმა ვაჟსა და რძალს შეტყობინება გაუგზავნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები