LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობმა კოლექციონერმა დინოზავრის ჩონჩხში 6.1 მილიონი დოლარი გადაიხადა

42
AA105Jut

“სოთბის” აუქციონზე დინოზავრის ჩონჩხი გაიყიდა. უნიკალური არტეფაქტი გორგოზავრს ანუ იგივე „მრისხანე ხვლიკს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

ტირანოზავრი რექსის „ბიძაშვილი“ 77 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, 30 მეტრის სიგრძის მაინც იყო და სავარაუდოდ 3 ტონას იწონიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ლოტი აუქციონზე პირველად გაიყიდა და მეცნიერთა ჯგუფის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. არქეოლოგთა აზრით, ეს იყო მესიჯი მდიდარი ადამიანებისთვის, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება და მეცნიერება მეორე ხარისხოვანია.

აღსანიშნავია, რომ ლოტის მფლობელს უფლება ექნება გორგოზავრს სასურველი სახელი დაარქვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები