გია გაჩეჩილაძე დიდი ხანია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ახლახან სოციალურ ქსელში ცირა ნადირაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ქანდაში, ერთ-ერთ ეკლესიაშია გადაღებული. უცნობს ერთგვარი პერფორმანსი აქვს მამა სერაფიმესთან ერთად, რომელიც თავისი შესანიშნავი გალობით გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.
ვიდეოს აწერია: „გილოცავთ!. „აღსარება“.
„ეს გავლილი მაქვს, ვიცი,
საუკეთესო წლები ნაგვის ურნაში იწვის,
ჩუმად, ლამაზად იწვის,
მეთამაშება ცეცხლი,
იქნებ, ჯიბეში მიყრია 30-ვე ვერცხლი,
იქნებ, არ მესმის დოგმა,
ამ ქვეყნის ანი-ბანია…“ – ამბობს უცნობი.