LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს – დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, პროცესი ორშაბათამდე გადაიწევს“ – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

138
Untitled design

ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველები პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ელოდებიან. როგორც მისი ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს, რის შემდეგაც, პატიმარი პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, – განუცხადა ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“.

„არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს“ – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

ნიკა გვარამია: „ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ!“

ვიდეო: ლაზარე გრიგორიადისის დედის ემოცია, როცა შვილის შეწყალების შესახებ გაიგო

ლიკა ბითაძის ფოტო – „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები