LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი პირი ჯერ კიდევ არ არსებული Bugatti W16-ის გაყიდვას ცდილობს

116
bugatti

ჰიპერქარი Bugatti W16 Mistral-ის წარმოება ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა მის გაყიდვას უკვე ცდილობენ. როდსტერის პრემიერა 2022 წელს შედგა და Bugatti-მ მოდელის 99 ეგზემპლარის გამოშვების პირობა დადო. კონვეიერის ამუშავებამდე ბევრად ადრე, მთელი პარტია დაიჯავშნა, თუმცა გერმანულ საიტზე ჯერ კიდევ არ არსებული ავტომობილის გაყიდვის განცხადება გამოჩნდა. ფასი საკმაოდ მსუყე – 8,5 მილიონი დოლარია.

შეკვეთების მიღების ეტაპზე Bugatti W16 Mistral-ის ფასი 5 მილიონი ევრო იყო. ამჟამად კი უცნობმა გამყიდველმა ფასი კიდევ უფრო გააძვირა.

უნდა აღინიშნოს, რომ W16-ს ყველა შანსი აქვს ნებისმიერი კოლექციის სამკაული გახდეს, რამეთუ ის იქნება Bugatti-ს ბოლო ავტომობილი, რომელიც ბენზინის W16 აგრეგატს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები