LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი პირი ცოლ-ქმარს ჩაუსახლდა, მათი სახლი გაარემონტა და შემდეგ გაყიდვაც სცადა

116
-Jn-KRSEB6bgaYii6GU2QQ9YtZZd3StI-bg-df_0eU0QfNyPwI4g9cGkysd0V_ZmpE9Np1WPXR3O6TjD7MpI3Kbc431zgqYmeaoKctUFqY0A

აშშ-ში უცნობი მამაკაცი ოჯახური წყვილის სახლში უკანონოდ შეიჭრა, რემონტი გააკეთა და შემდეგ მისი გაყიდვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას WBRZ-TV ავრცელებს.

კრისტენ და რიჩარდ კრიევენებმა ლუიზიანას შტატში მდებარე სახლი 2022 წელს მშობლებისგან მიიღეს მემკვიდრეობით. წყვილი სახლის შეკეთებას და შემდეგ გაყიდვას სამომავლოდ გეგმავდა. ცოლ-ქმარი ცარიელ სახლში რამდენიმე თვის განმავლობაში არ შესულა, ხოლო 2022 წლის აპრილში გვერდით ჩავლისას რაღაც საეჭვო შეამჩნიეს. მოგვიანებით კრიევენებმა გაიგეს, რომ მათ სახლში ვინმე ჯოზეფ გერინი თვითნებურად იყო შესახლებული.

რამდენიმე თვის განმავლობაში უცნობმა ყალბი დოკუმენტების დამზადება მოასწრო და კარის საკეტებიც შეცვალა. მეგობართან ერთად ჯოზეფმა რემონტიც გააკეთა და თავისი ავეჯიც შეიტანა. ამასთან, ის უახლოეს მომავალში სახლის გაყიდვასაც აპირებდა.
წყვილმა მაშინვე პოლიციას მიმართა, გერინი დააკავეს თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ გაუშვეს.

დაზარალებულმა წყვილმა გაიგო, რომ უცნობი ისევ დაბრუნდა მათ სახლში და მის გასაგდებად ისევ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები