LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც „აი ია“ ერქმევა

204
გაჩეჩილაძე

მომღერალი გია გაჩეჩილაძე აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც „აი ია“ ერქმევა.

უცნობი ამბობს, რომ მოძრაობა ძალიან მალე დაფუძნდება.

ამასთან, მომღერალი არ გამორიცხავს, რომ “აი ია” პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნას.

„ის, რომ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში, პირველ რიგში უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა „აი ია“. ეს მოძრაობა ძალიან მალე დაფუძნდება. შემდეგ, ამ ხალხთან ერთად, ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და ვნახავთ, ამას რამდენად შევძლებთ. ეს ძალიან ძნელია ამ მოცემულობაში, ერთი პატარა სტუდიიდან, ამ ტელევიზიიდან, რომელსაც არც ფინანსები გააჩნია და არც არანაირი შესაძლებლობა, ვინაიდან იცით, პოლიტიკას როგორი რესურსები სჭირდება ყველა მხრიდან, მაგრამ რავიცი… მე მგონი, ქვეყანა იმ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ ის მოცემულობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია – ვერანაირ მომავალს ვხედავთ და ქვეყანა ერთ ადგილას არის გაყინული. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი კრიზისი და ასე თუ გაგრძელდა, არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ ექნება ჩვენს ქვეყანას.”-აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები