Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უცნობებმა კალაძის ნიღბები მოირგეს და მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი „მიანიჭეს“ (ვიდეო) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობებმა კალაძის ნიღბები მოირგეს და მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი „მიანიჭეს“ (ვიდეო)

158

სოციალურ ქსელ Facebook-ზე, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 5 უცნობი ადამიანი თბილისის მერს მიმართავს. მათ სახეზე კახა კალაძის ამობეჭდილი ფოტო ნიღბებად უკეთიათ. ვიდეო Facebook-გვერდზე “რუსეთი ოკუპანტია – Russia is an Occupant”-ზე გავრცელდა.

უცნობი ადამიანები ვიდეოში მოსკოვის გამზირზე არიან, სადაც ქუჩის ერთ-ერთ ნუმერაციაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის პატივსაცემად მათ მიერ დამზადებული აბრა გააკრეს.

უცნობი ადამიანები თბილისის მერს მიმართავენ და აცხადებენ, რომ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ქალაქის არცერთმა ხელმძღვანელობამ “მოსკოვის გამზირს” სახელწოდება არ შეუცვალა: “მე მიხარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები ვინც მოუსმენს ქალაქების, ზოგადად ქართველების აზრს. გაითვალისწინებს იმ ძალიან მრავალრიცხოვანი, ძლიერი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერქმევა საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი,” – ამბობენ უცნობები კახა კალაძის ვიდეპაროდიაში.

ისინი მერს მოქალაქეების მიერ შედგენილ პეტიციასაც ახსენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები