LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერის All I Want for Christmas Is You კვლავ ჩარტების ლიდერი გახდა

97
page

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, მერაია ქერის All I Want for Christmas Is You კვლავ ჩარტების ლიდერი გახდა. უკვე 27 წელია საშობაო ჰიტი ყოველ წელს აქტუალურია და მსოფლიო ჩარტების სათავეს არ თმობს.

გამონაკლისი არც მიმდინარე საახალწლო პერიოდი აღმოჩნდა. „შობის დედოფალი“ კვლავ ჩარტების სათავეში მოექცა და მორიგი რეკორდი დაამყარა. All I Want for Christmas Is You ზედიზედ მესამედ მოექცა Billboard Hot 100-ის სათავეში. სიმღერის რეიტინგი 10 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე 7 პროცენტით გაიზარდა.

შეგახსენებთ, მერაიამ სიმღერა 1994 წელს გაავრცელა, შემდეგ კი მისი არაერთი ახლებური ვერსია შემოგვთავაზა.

მერაია ქერის სიმღერამ All I Want For Christmas Is You დიდი ბრიტანეთის ჩარტები პირველად დაიპყრო

ვიდეო: All I Want for Christmas Is You-ზე ამღერებული ცნობილი ადამიანები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები