LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოური ინვესტიციები საქართველოში და სფეროები, რომელიც „იბიარდისთვის“ საინტერესოა

131
sumachakrabarti-5

„იბიარდის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში, თანამშრომლობა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და საუბრები საპენსიო რეფორმაზე  – დღეს ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე რამდენიმე მთავარ საკითხზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანმა იბიარდის როლზეც ისაუბრა და სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტს მაღალი შეფასება მისცა.

მხარეებმა რამდენიმე პრიორიტეტი გამოყვეს. მათ შორის აქცენტი გაკეთდა: განათლების, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობასა და კერძო სექტორის ხელშეწყობაზე. EBRD-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ბანკი კვლავ გააგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში, რომელიც მათი თქმით, ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორი

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ამ დროისთვის, ბანკის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით, 3.2 მილიარდ ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები