LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოპლანეტელებთან მქონდა კავშირი“ – მაილი საირუსი „მეტალიკის“ ქავერ ალბომს გამოუშვებს

61
safe-image

27 წლის პოპ-მომღერლის, მაილი საირუსის ირგვლივ სკანდალები არ წყდება. ეპატაჟურმა არტისტმა განაცხადა, რომ უცხოპლანეტელებთან ჰქონდა კავშირი, სწორედ მათ შთააგონეს, რომ ლეგენდარული ჯგუფის, „მეტალიკის“ ქავერ ალბომი გამოუშვას.

„უცხოპლანეტელებთან მქონდა კავშირი და მეტალიკის ქავერ ალბომზე დავიწყე მუშაობა, თავიდან ეს მოსაწყენი იყო, თუმცა, ახლა  უკვე გავხურდი“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

როგორც ცნობილია, მაილი ქავერების შესრულების დიდი მოყვარულია.მან უკე  Blondie-ის, The Cure-ისა და The Cranberries-ის კომპოზიციები დააქავერა, 2019 წელს კი გლასტონბერის ფესტივალზე, „მეტალიკის“ ჰიტი, Nothing Else Matters შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები