LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ვებპორტალი მოემსახურება

europe

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ვებპორტალი მოემსახურება – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. დიასპორული ვებპორტალის მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისებს მიიღებენ.

ბრიუსელში დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება. მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა. შეხვედრას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრებიც დაესწრებიან. დღესვე დაგეგმილია მამუკა ბახტაძის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები