LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთში დასვენება გაგვიძვირდა: ანტალიაში 1 კვირიანი დასვენება თუ 1000-1200 ლარი ჯდებოდა, ახლა 1500 ლარამდე ღირს

678
50178

ქართველ მოგზაურებში გამყვან ტურიზმზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა უცხოეთში დასვენება მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. საკითხზე გადაცემაში „დილის პალიტრა“ ტურისტული კომპანია Turebi.ge-ის დირექტორმა ისაუბრა.

როგორც ნიკა გოგოლაძემ თქვა, ქართველი მომხმარებლების დაბალი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა თურქეთის კურორტებზეა, შემდეგ მოდის ქალაქები პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, საბერძნეთის კურორტები და იტალიის ქალაქები.

რაც შეეხება ფასებს, Turebi.ge-ის დირექტორს მაგალითად თურქეთის ტურისტული პაკეტების ღირებულება მოჰყავს და ამბობს, რომ ის 20-30%-ითაა გაძვირებული. „გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით, ანტალიაში ერთკვირიანი დასვენების მინიმალური პაკეტი, პოსტპანდემიურ პერიოდში, საშუალოდ 1000-1200 ლარი ჯდებოდა, მიმდინარე სეზონზე ფასი 1500 ლარამდეა გაზრდილი“, – დასძინა ნიკა გოგოლაძემ „დილის პალიტრას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები