LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი ვიზიტორები საქართველოში თითო ვიზიტზე ახლა უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე – პანდემიამდე

52
61852794aee9e

ერთი ვიზიტორი საქართველოში დღეს უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე ხარჯავდა, – ამის შესახებ საუბარია თიბისი კაპიტალის კვლევაში, სახელწოდებით „ტურიზმი აღდგენის გზაზე“.

როგორც ამავე კვლევაში ვკითხულობთ, 2019 წელს ერთი ვიზიტიდან საშუალო შემოსავალი 423 დოლარი იყო, 2021 წელს ეს რიცხვი 69%-ით გაიზარდა და 715 დოლარი შეადგინა. „ეს ზრდა, სავარაუდოდ, დარჩენის დროის გაზრდითაა გამოწვეული, როგორც მსოფლიო ტრენდი მიუთითებს”, – ნათქვამია კვლევაში.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ვიზიტებზე შემოსავლების ზრდა შეიმჩნევა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი და საუდის არაბეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები