მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვიდან ერთი კვირის შემდეგ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე ამ დრომდე მუშაობას აგრძელებენ სპეციალისტები. მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება. რეგიონში არსებული ბოლო ინფორმაციის შესახებ “ფორტუნასთან” ისაუბრა სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ. ნინო ვიბლიანის განმარტებით, მოსახლეობის მხრიდან სრული მზაობაა შესაძლო შემთხვევების გამოვლენის, რასაც მოწმობს 4 000-მდე ტესტირების ჩატარება.
“ამ დროის მონაცემებით რეგიონში სიტუაცია სტაბილური და მშვიდია. ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დღის ბოლოსთვის 120 ანალიზის პასუხს ველოდებით. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ გვქონია და ამას ცხადყოფს 4 000 -მდე ტესტირება. ადგილობრივები მუნიციპალიტეტში შექმნილ მდგომარეობას ყველა გაგებით მოეკიდა. რომ არა ასეთი მყისიერი რეაგირება, უფრო მძიმე სურათი გვექნებოდა”, – აცხადებს ნინო ვიბლიანი.
“სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კორონავისური ჩვენს გვერდითაა”- იმნაძე
გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ მესტიის ჩაკეტვის დროს რეგიონში 1500-მდე ვიზიტორი იმყოფებოდა, რომელთა უმრავლესობა ამ დროისათვის საკარანტინო სივრცეებშია გადაყვანილი. ნინო ვიბლიანის თქმით, ამ დროისათვის მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში 25 სასტუმრო საკარანტინე სივრცედ გადაკეთდა, სადაც 800-მდე მოქალაქეები საკარანტინე პერიოდს გადიან.
“ტურიზმის ადმინისტრაციასთან კოორდინებულად მესტიაში 25 სასტუმრო გადაკეთდა საკარანტინე სივრცედ, სადაც 800-მდე მოქალაქეა განთავსებული. დანარჩენები გადაყვანილია სხვადასხვა რეგიონში. ჯამში 1500-ზე მეტი ტურისტი გვყავს. დიახ, 1 500 ვიზიტორი იმყოფებოდა მესტიაში იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მათ შორის იგულისხმება უცხოეთის მოქალაქეებიც”, – აღნიშნა ვიბლიანმა.
ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის
მისივე განცხადებით, მესტიაში მყოფი უცხოელი ტურისტები, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები, საკარანტინე პერიოდში სასტუმროს და კვებისთვის განკუთვნილ თანხას არ გადაიხდიან. ვიბლიანის განმარტებით, აღნიშნულ თანხას სრულად სახელმწიფო დაფარავს.
“ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელებიც მესტიაში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდნენ, არ გადაიხდიან საკარანტინე პერიოდში სასტუმროს და კვების ფულს. საჭირო თანხებს მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს. ასე რომ, საკარანტინე პერიოდს ისინი სრულიად უფასოდ გაივლიან”, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
კარანტინის ვადა 2 დღით შემცირდა – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება
10 აგვისტოს “კოვიდ 19”-ის შემთხვევების მატების გამო მესტიაში გარკვეული სახის შეზღუდვები დაწედა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინე ზონად გამოცხადდა. აიკრძალა მუნიციპალიტეტიდან გასვლა და შესვლა. ტურისტები, ვინც რეგიონში იმყოფებოდნენ, გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში, ხოლო ისინი, ვინც რეგიონის დატოვების სურვილის გამითქვა, სავალდებული საკარანტინე პერიოდს სხვა ქალაქში გაივლიან. სპეციალისტების განმარტებით, ადგილზე შექმნილი სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.