უცხო ენების გამოცდის დილის სესიაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ისინი სარეზერვო სექტორში აბარებენ გამოცდას. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უცხო ენების გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. საბედნიეროდ, არ გვაქვს არც ერთი დაგვიანება. მეორე სესიაზეც მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ არ დააგვიანონ და დაგვიანების გამო არ გამოეთიშონ საგამოცდო პროცესს.
სიცხე დაუფიქსირდა რამდენიმე აბიტურიენტს და ისინი განთავსებული არიან სარეზერვო სექტორში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.