საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ფილმი, „უცხო“ ახალი ნაწილით ბრუნდება. Alien: Romulus – ასე ჰქვია ფილმს, რომლის რეჟისორიც ფეიდ ალვარესია. კინოსურათში მთავარ როლებს კეილი სპეინი, ისაბელა მერსედი, აილინ ვუ და დეივიდ ჯონსონი ასრულებენ.
სიუჟეტი ახალგაზრდა მეცნიერების ჯგუფზე გვიყვება, ისინი კოსმოსის აქამდე უცნობ ადგილებს იკვლევენ და პირისპირ სამყაროს ყველაზე საშინელ ქმნილებას გადააწყდებიან.
ფილმის პრემიერა 16 აგვისტოს შედგება.
შეგახსენებთ, „უცხოს“ პირველი ფილმი 1979 წელს გამოვიდა, მისი რეჟისორი რიდლი სკოტი გახლდათ, მთავარი კი სიგურნი უიევრმა შეასრულა.