LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცილებელია ამ საკითხის საბოლოო მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება – პრეზიდენტი

115
1558860278-სალომე-ზურაბიშვილი-3

საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. აუცილებელია ამ საკითხის საბოლოო მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტი მოხარულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივი კომისიის მუშაობა განახლდა.

„ყველასთვის გასაგებია, რომ საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ, ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. აუცილებელია ამ საკითხის საბოლოო მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა. მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები“,- განაცხადა პრეზიდენტმა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობა ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე დგას.

„დამოუკიდებლობა დგას თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე ანუ, განათლებაზე. დამოუკიდებლობა ასევე მოითხოვს სიღარიბის დაძლევას. დამოუკიდებლობა დგას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე, ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, ოჯახში ძალადობის აღკვეთას, გარემოს დაცვას. დამოუკიდელობა დგას ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გამყარებაზე. დამოუკიდებლობა დგას აქ – საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების საერთო ძალისხმევაზე, საზოგადოების შერიგებაზე, რამეთუ მტერს მხოლოდ ერთად დგომით თუ ვაჯობებთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები