LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უცებ გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა” – მძღოლისა და პატარა მგზავრის ემოციური ამბავი

869
79384701-1895041460794850-8613002500569563136-n

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ფოტო, რომელიც სამარშრუტო მიკროავტობუსშია გადაღებული. თამო საჩანელიას მიერ გავრცელებულმა ამბავმა ინტერნეტმომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“39 ნომერი “მარშუტკის” მძღოლი. პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა ??

ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ , გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს”- წერს თამო საჩანელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები