LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბნის გუნდი ქვეყნის ჩემპიონია: საქართველო საბურთალოა

i_27406ef1487aec41cb3344379c7c6035_1543267295998512_0

საქართველოს ახალი ჩემპიონი ყავს: „საბურთალომ“ პირველად მოიგო ქვეყნის მთავარი ტიტული და ახლა ქვეყნის სახელის დაცვა ევროპაში მოუწევს.

ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ორი ლიდერი – „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. გამარჯვების შემთხვევაში „საბურთალო“ მეტოქეთათვის მიუწვდომელი ხდებოდა და ჩემპიონობას ნაადრევად ინაღდებდა.

მთავარი მოვლენები პირველ 25 წუთში განვითარდა. ანგარიში მე-14 წუთზე დინამოელთა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გახსნა.

„საბურთალომ“ ანგარიში ექვს წუთში, გიორგი კოხრეიძის პენალტით გაათანაბრა. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ – 24-ე წუთზე გოლი გურამ გოშთელიანის პასით ვაგერ გონსალვეშმა გაიტანა.

მეორე ტაიმში „საბურთალო“ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა და კონტრშეტევებზე გადასვლას ცდილობდა, „დინამოს“ კი წინ ბევრი არაფერი გამოსდიოდა.

საბოლოო ანგარიში 2:1 და „საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები