LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

121

რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წინადადების წარმოდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურება. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის (ჩუმათელეთი-არგვეთა) მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

უბისა-შორაპანი ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1530686965პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე არის განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები