არნოლდ შვარცნეგერის ყოველი გამოჩენა გულშემატკივრებს ახალ თავსატეხს უჩენს. მსახიობი და ყოფილი გუბერნატორი არ ცნობს პლასტიკურ ქირურგიას და არც განსაკუთრებულად ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ამის მიუხედავად, ჰოლივუდის 70 წლის ლეგენდა შეუდარებელ ფორმას ინარჩუნებს და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წლების წინ, როცა ის დიდ ეკრანზე პირველად გამოჩნდა.
პაპარაცებმა უბერებელი ტერმინატორი ამჯერად ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როცა ის 24 წლის ვაჟთან, პატრიკთან ერთად ერთ-ერთ რესტორანს უახლოვდებოდა. მსახიობმა არჩევანი ჯინსის შარვალზე, თეთრი ფერის კეвებსა და ტყავის ქურთუკზე გააკეთა. ასევე სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი მსახიობის ვაჟიც.