მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების 19 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მეუღლეები ამჯერად კაპრიზე, იტალიაში იმყოფებიან, სადაც მათი მილიარდერი მეგობრის, ლოურენს სტროლის იუბილეა. ფოტოგრაფებმა 74 წლის დუგლასი და 49 წლის ზეტა-ჯონსი გრანდიოზულ წვეულებაზე მიმავალ გზაზე გადაიღეს.
მაიკლ დუგლასი თეთრი ფერის პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი, ქეთრინ ზეტა-ჯონსი კი ბრწყინავდა შავი ფერის სექსუალურ კაბაში, რომელთანაც თეთრი ფერის კლატჩი ჰქონდა შეხამებული. მაიკლ დუგლასს ასაკი საგრძნობლად დაეტყო, სამაგიეროდ ქეთრინი ისევ ისეთი მიმზიდველი და მშვენიერია.