კომპანია Uber–მა აშშ–ს ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართა და თავისი თანამშრომლების ურიგო ვაქცინაცია სთხოვა.
მგზავრთა გადაყვანის ამერიკული სერვისი ფიქრობს, რომ ტაქსისტებს ისეთივე უფლებები უნდა ქონდეთ, როგორც სხვა გადაუდებელი სამსახურების თანამშრომლებს და მათი Covid-19–ისგან დაცვა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
კომპანიის აზრით, მძღოლები ყველა ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნას ასრულებენ და მათი სერვისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ხალხის გადაყვანა თუ პროდუქტის გადატანა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობას ანალოგიური თხოვნით სხვა კომპანიებმაც მიმართეს, მათ შორის არიან საკვები პროდუქტების მწარმოებელი და სასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავებული საწარმოები. როგორც ცნობილია, ვაქცინას პირველ რიგში სამედიცინო მუშაკები მიიღებენ.