LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber-ი უპილოტო ტაქსების ტესტირებას იწყებს

23

Uber – საერთაშორისო კომპანია, რომელიც სან-ფრანცისკოში დაარსდა, ავტონომიური, უპილოტო ტაქსების ტესტირებას იწყებს. გამოსაცდელი ფაზის პირველი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ქუჩებში უკვე შედგა.

გამოსაცდელი აქტივობის ფარგლებში, თვითმართვადი ავტომობილები ემსახურებიან კლიენტებს სასურველ ადგილზე გადასაყვანად. შერჩევითობის პრინციპი აქ არ მოქმედებს. ტაქსები როგორც ჩვეულებრივი სხვა ავტომობილები ქუჩაში ისე მოძრაობენ. შესაბამისად, კლიენტებს არჩევანის საშუალება არ აქვთ. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი შეიძლება გახდეს, ვისაც უბრალოდ უნდა უფასოდ იმგზავროს, რადგან კომპანია ტესტირების რეჟიმში მგზავრებს სწორედ უფასო გადაადგილებას სთავაზობს.

პოტენციური მგზავრის გარდა, თვითმართვად ტრანსპორტში კომპანიის 2 სპეციალისტია. მათი მოვალეობა მგზავრის უსაფრთხოების დაცვა და შესაძლო ფორს-მაჟორული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ავტომობილის სწორად მანევრირების კონტროლია.

ამ პროცესის დამაჩქარებელი კომპანია Uber-ისთვის Google-ის მიერ ანალოგიურ პროექტზე მუშაობის დაწყება გახდა.

 

03b29d86f64f51fc38ac2f8df7416862