თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, შოთა ქარსელაძე მდინარეში უცნობი გოგონას გადასარჩენად გადახტა, ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველლობამდე მიყვანას გულისხმობს.