ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ხარაგაულის მერი “რუსთავი 2”-თან აცხადებს, გარდაცვლილი ადგილობრივია.
ამასთან, კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს ექვსი ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.
კონსტრუქცია ვერტყვიჭალაში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე საგანგებო სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული.