LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა ჩოხატაურში – მეთერთმეტე კლასელ ბიჭს დენმა დაარტყა

1018
ბიჭი ჩოხატაური

უბედური შემთხვევა მოხდა  ჩოხატაურში – მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დენის დარტყმის შემდეგ დავით ხაბეიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმებმა განაცხადეს, კლინიკაში მიყვანისას მოზარდი უკვე დაღუპული იყო.

ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასელი დავით ხაბეიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა მგალობლიშვილი გამოეხმაურა. 

„ჩემი გული, სკოლის ღირსება და თავმოწონება, სიკეთე და სიყვარული…

ვის ეყოფა სულის ძალა, ამ ტკივილს გაუმკლავდეს… ჩემო თბილო დადუჩია…” –  წერს ნანა მგალობლიშვილი.

„ფორტუნა“ ცდილობს დეტალები შსს-ში გაარკვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები