LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარყოფითი გავლენა ჩვენთან შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა შესაძლოა, ისეთი მძიმე არ იყოს, როგორც აქამდე საუბრობდნენ – არჩილ გაჩეჩილაძე ომზე

77
ipiccy_image

რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება. საკითხზე “საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უმძიმესი ტრაგედიაა.

„უარყოფითი გავლენა ჩვენთან შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა შესაძლოა, ისეთი მძიმე არ იყოს, როგორც აქამდე საუბრობდნენ. სხვადასხვა სააგენტომ გადახედა ზრდას და ნულამდე შეამცირა, მაგრამ შემდეგ 3-4%-მდე გაზარდა. მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტორების წახალისება, ვინაიდან უცხოური ინვესტიციები ისედაც შემცირებული იყო და დღეს, ფაქტობრივად, სრულად დაპაუზებულია“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ.

მისი განმარტებით, ინვესტორებს ქვეყანაში მაქსიმალურად ნაკლები ბარიერი უნდა ჰქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები