LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარყოფითი დამოკიდებულების აკრძალვა კანდიდატების მიმართ – ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

67
პარლამენტი

არჩევნების მე-2 ტურამდე ორი კვირით ადრე პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება იწყება.

საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების აკრძალვასა და შესაბამის სანქციებს ეხება.

პროექტი უმრავლესობის მიერაა შემოშავებული და დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება.

საკითხზე კანონმდებლები დაჩქარებული წესით აპირებენ მუშაობას.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ სიახლე წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში უფრო ცივილიზებულს გახდის.