უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც, – აღნიშნულის შესახებ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ში დაგეგმილმა მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტმა, ბოლო დღეებში, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მოსამართლის თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო ვიზიტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც“, – წერს ბადრი კოჭლამაზაშვილი.