„გლასტონბერის“ ფესტივალმა ფურორით ჩაიარა. მისი ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი 80 წლის პოლ მაკკარტნი გახლდათ, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ფესტივალის ყველაზე უხუცესი წარმდგენი.
ლეგენდარული Beatles-ის წევრმა ჰიტი Hey Jude შეასრულა, მაყურებელთა მქუხარე აპლოდისმენტების შემდეგ ის სცენაზე უკრაინის უზარმაზარი დროშით დაბრუნდა და ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ცნობისთვის, გასულ კვირას პოლ მაკკარტნიმ თავისი რეპერტუარიდან სიმღერა Back In The СССР ამოიღო. აღნიშნულ კომპოზიციას მუსიკოსი აღარასდროს შეასრულებს.