LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია: პრეზიდენტი

58
სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სესხის მიმართ უარის თქმას, საქართველოს პრეზიდენტი გაუგებრად მიიჩნევს. მისი თქმით, ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს.

“ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს,“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.”

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რაიმე სახით ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

“ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი”

პრეზიდენტის თქმით აუცილებელია არჩევნები სიძულვილის ენისა და ძალადობის გარეშე ჩატარდეს. “ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები. ” – განაცხადა ზურაბიშვილმა

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია – განაცხადა პრეზიდენტმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები