საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.
ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, მთლიანობაში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი; ხოლო მესამე შემთხვევაში – ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.
სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.